weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარიამ ჯიშკარიანმა სტრასბურგის სასამართლოში ცილისწამების საქმე მოიგო

10:44 პარასკევი, 21 სექტემბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიას“ დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ჯიშკარიანის საქმესთან დაკავშირებით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლი – პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.

კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წელს მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა კონსტანტინე კემულარიამ მარიამ ჯიშკარიანს უსაფუძვლოდ დასწამა ცილი. მინისტრი მას ტელევიზიითა და ბეჭდური მედიის საშუალებით ადანაშაულებდა თანხის სანაცვლოდ პატიმრებისთვის სამედიცინო დასკვნების შედგენაში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპული სასამართლო არ დაეთანხმა ცილისწამების საქმესთან დაკავშირებით ეროვნული სასამართლოების შეფასებას, რომ იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე კემულარია გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებას, ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) შესაბამისად. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული კონვენცია არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ პირს დაევალოს დანაშაულებრივი ქცევის შესახებ მძიმე ბრალდებების თმენა თანამდებობის პირის მხრიდან, ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე.

ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს მინისტრის გამოხატვის თავისუფლებასა და მომჩივნის რეპუტაციის დაცვის უფლებას შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მომჩივნის სასარგებლოდ 1 500 ევროს გადახდა - მორალური ზიანის ანაზღაურების სახით და 1 833 ევროს გადახდა ხარჯების ანაზღაურების სახით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]