weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

15 წლის ბიჭს, რომელიც 17 მაისს აქციაზე გეი აქტივისტს თავს დაესხა, ბრალი წაუყენეს

11:53 კვირა, 07 ოქტომბერი 2018

არასრულწლოვანს, რომელიც 2018 წლის 17 მაისს ანტიჰომოფობიურ აქციაზე გეი აქტივისტ ნიკა გორგილაძეს თავს დაესხა, პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურში გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით (ძალადობა) დაიწყო, თუმცა მოგვიანებით საქმე გადაკვალიფიცირდა და არასრულწლოვან ს.კ-.ს ბრალი 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხობს ადამიანის დევნას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

სასამართლომ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა შეუფარდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში, კანცელარიის შენობასთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს. სიტყვით გამოსვლის დროს ნიკა გორგილაძეს არასრულწლოვანი დაესხა თავს და სახეში დაარტყა. მან გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა დააკავეს.

„ერთი წამით არ ვნანობ აქციაზე დგომას. მშვიდ მონობას, ასეთი თავისუფლება მირჩევნია. უკანასკნელ აღმოხდომამდე ვიტყვი, რომ სიყვარული სიყვარულია! არანაირი აგრესია არ მაქვს მოძალადე არასრულწლოვნისადმი, დამნაშავეა სისტემა, სკოლა, ეკლესია, ოჯახი, სახელმწიფო. ვისურვებდი, მე და ამ ბიჭს უკეთეს საზოგადოებაში გვეცხოვროს“, – განაცხადა ნიკა გორგილაძემ მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]