weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შს სამინისტრომ 9 თვეში 5472 შემაკავებელი ორდერი გამოსცა

13:55 სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა მუშაობის 9 თვის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავ ორგანოებს უფრო მეტი ადამიანი მიმართავს.  

დეპარტამენტის უფროსის, ლონდა თოლორაიას თქმით, მიმართვიანობის მაჩვენებლის ზრდა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლებით არის განპირობებული.

ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს გამოძიება დაიწყო 2828 საქმეზე, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 4339 საქმეზე. 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1986 პირის მიმართ, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 3000-მდე პირის მიმართ.

გაზრდილია შემაკავებელი ორდერების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2017 წელს გამოცემულ იქნა 4370, 2018 წელს კი - 5472 შემაკავებელი ორდერი.

ამასთან, შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევები. თუ 2017 წელს შემაკავებელი ორდერების დარღვევის მაჩვენებელი იყო 9%, 2018 წლის 9 თვეში ამ მაჩვენებელმა 6% შეადგინა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რაც განმეორებითი ძალადობის ადრეულ ეტაპზე პრევენციის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული მექანიზმის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, პოლიციის 10 000-მა თანამშრომელმა დისტანციური სწავლების კურსი გაიარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]