weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პუტინმა პირობა დადო რომ ჩეჩნეთში გეების დევნასთან დაკავშირებით გამოძიებას მხარს დაუჭერს

20:41 პარასკევი, 05 მაისი 2017

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ჩეჩნეთში გეების უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას და ამ საკითხზე მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს დაელაპარაკება.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების უფლებრივ მდგომარეობას გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთში გეებს იტაცებენ, აწამებენ და კლავენ.

აპრილის დასაწყისში გამოცემამ "ნოვაია გაზეტა" გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჩეჩნეთში ბოლო თვეების განმავლობაში დააკავეს ასზე მეტი ადამიანი, რომლებიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში იყვნენ ეჭვმიტანილები. გამოცემის ინფორმაციით, მოკლულია სულ მცირე სამი მამაკაცი.

19 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა აღნიშნა, რომ რეგიონში მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მედიაში გამოქყვეყნებული ცნობების შემოწმება ჩეჩნეთის პროკურატურას დაევალა. მოგვიანებით, საქმეში საგამოძიებო კომიტეტიც ჩაერთო, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების დევნის შესახებ ცნობები არ აქვთ.

ჩეჩნეთში გეების უფლებების დარღვევის გამოძიებისკენ რუსეთს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და პოლიტიკოსებმაც მოუწოდეს.

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]