weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტომ ჰენკსის ფილმის გადაღებებზე გადამღები ჯგუფის წევრი დაიღუპა

12:07 შაბათი, 13 ოქტომბერი 2018

პენსილვანიის შტატის ქალაქ მაუნტ ლებანონში ფილმის გადაღებებზე მამაკაცი მეორე სართულის აივნიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. 61 წლის ჯეიმს ემსვილერი, რომელიც პროფესიით ხმის რეჟისორი იყო, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თვითმხილველთა თქმით, გადამღები ჯგუფის წევრი აივანზე მარტო იდგა და სიგარეტს ეწეოდა, რა დროსაც შესაძლოა, გულის შეტევა დაემართა, რამაც მისი სიმაღლიდან გადმოვარდნა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ ჰენკსი, რომელიც ხსენებულ ფილმში მთავარ როლს ასრულებს.

სტუდია Sony Pictures-მა მწუხარება გამოთქვა ტრაგედიის გამო, მიუსამძიმრა გარდაცვლილის მეგობრებსა და ახლობლებს და აღნიშნა, რომ შემთხვევას გამოიძიებს.

ჯერ-ჯერობით უსათაურო ბიოგრაფიული ფილმი, რომელსაც მარიელ ჰელერი იღებს, ცნობილ ამერიკელ ტელეწამყვანზე, ფრედ (მისტერ) როჯერსზეა (1928-2003), რომელსაც ორი ოსკარის მფლობელი ტომ ჰენკსი განასახიერებს. ფილმი მომავალი წლის ოქტომბერში გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]