weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როგორ დავარწმუნოთ შორს მყოფი დედა რომ კარგად ვართ

13:41 ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის მკვიდრი, ყოფილი მოდელი ჯონათან კინიონესი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მოგზაურობისას ერთსა და იმავე აბრას იყენებს, წარწერით - „დედა, მე კარგად ვარ“ (MOM, I'M FINE), რათა დაარწმუნოს საკუთარი დედა, რომ ის კარგადაა.

„რა ასაკშიც არ უნდა იყო, თუ ლათინოსი დედა გყავს და მოგზაურობის წყურვილი გაგაჩნია, უნდა მოძებნო საშუალება, რათა იგი დაარწმუნო, რომ კარგად ხარ. ჩემი ვარიანტი კი ესაა“, - ამბობს ჯონათან კინიონესი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოების შესახებ.

ბიზნესკონსულტანტის სამსახურის მიტოვებიდან ერთი წლის შემდეგ, ჯონათან კინიონესმა, რომელმაც ერთ წელიწადში ფოტოების წყალობით საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა, კვლავ განაგრძო სახალისო ფოტოების სერიის გადაღება იგივე აბრითა და გზავნილით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]