სიუჟეტის მიხედვით, მოქმედება მაღალინტელექტუალური მაცხოვრებლებით დასახლებულ იდუმალ პლანეტაზე მიმდინარეობს. ორ ანდროიდს მითითებული აქვთ, მცირეწლოვანი ადამიანების გაზრდა, რაც საკმაოდ ძნელი საქმეა, რადგან პლანეტაზე სიტუაციას სწორედ დედამიწელები ართულებენ რელიგიური და სხვა მოსაზრებებით გამოწვეული კონფლიქტებით.
„Raised by Wolves - ეს სრულიად განსხვავებული, გონივრულად აშენებული სამყაროა, რომლის მაცხოვრებლები ეგზისტენციალურ კითხვებს სვამენ: რა გვაქცევს ადამიანებად? რას წარმოადგენს ოჯახი? რა მოხდება, ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შეგვეძლოს და იმ ყველაფრის წარსულში დატოვება, რაც ჩვენ პლანეტას დავმართეთ? გადავრჩებოდით? მივიღებდით უკეთეს სამყაროს?“ - აღნიშნა 80 წლის რიდლი სკოტმა, რომელმაც განამრტა, რომ ყოველთვის ეძებდა სიახლეს საი-ფაი ჟანრში, ახალი სერიალი კი სწორედ ორიგინალური იდეებითაა სავსე.
რიდლი სკოტი სერიალის მთლიან სეზონს გადაიღებს. „მგლების მიერ აღზრდილის“ წარმოებით ასევე დაკავდება მისი კინოსტუდია Scott Free Productions.