აღსანიშნავია, რომ სიახლის ინიციატორი საამიროების მთავრობა და ავიაკომპანია Emirates გახდნენ და მისი გამოყენება დასაწყისისთვის მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ.
პროგრამა პასპორტისა თუ სხვა დოკუმენტების მონაცემებს ინახავს და ასევე მას ბილეთისა და მგზავრობის დეტალების დამახსოვრებაც შეუძლია. დუბაის აეროპორტიდან გაფრენის დროს მგზავრს ე.წ. „ჭკვიანი გასასვლელის“ გამოყენება მოუწევს, იქ კი მას სმარტფონისა და თითის ანაბეჭდის საშუალებით რეგისტრაციის გავლა შეეძლება. ახალი სისტემა ბევრად უფრო კომფორტულია, რადგან რეგისტრაციის პროცესს დროში ამცირებს.