მეოთხე სეზონში, რომელიც ცალკე სერიალადაც მიიჩნევა, მოქმედება კოლუმბიის ნაცვლად მექსიკაში მიმდინარეობს. მასში მთავარ როლებს დიეგო ლუნა და მაიკლ პენია ასრულებენ, რომლებიც ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს (DEA) აგენტებს განასახიერებენ. სიუჟეტი მექსიკის ნარკოტრეფიკინგსა და ნარკობარონ ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანის ირგვლივაა აგებული.
შეგახსენებთ, რომ სერიალის პირველი და მეორე სეზონი მედელინის ნარკოკარტელსა და ცნობილ კოლუმბიელ ნარკობარონ ანდრეს ესკობარის შესახებ იყო, მესამე სეზონი კი - ესკობარის იმპერიის მოქიშპე კალის კარტელსა და ნარკობარონ გილბერტო როდრიგეს ორეხუელას შესახებ.