51 წლის ავსტრალიელი მსახიობი პოლიციიის დეტექტივსა და შურისმაძიებელ ქალს განასახიერებს. ახალგაზრდობისას ტრაგედიაგადატანილი ყოფილი პოლიციელი წლების შემდეგ კრიმინალთა ბანდას კვლავ უპირისპირდება.
კრიმინალური თრილერის რეჟისორი კარინ კუსამა (Girlfight, Æon Flux, Jennifer's Body, The Invitation) გახლავთ. სტუდია Annapurna Pictures-ის ფილმში ასევე მონაწილეობენ ნაკლებად ცნობილი მსახიობები: ტობი კებელი, სებასტიან სტენი, ტატიანა მასლანი, სკუტ მაკნეირი და ბო კნაპი.
ფილმს კრიტიკოსები უკვე აძლევენ მაღალ შეფასებებს და ნიკოლ კიდმანს მორიგ საოსკარე ნომინაციას უწინასწარმეტყველებენ. როლისთვის კიდმანის შთამბეჭდავმა გარდასხვამ სპეციალისტების მხრიდან ქება დაიმსახურა.