weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა მსოფლიოში ლუდის დეფიციტი გამოიწვიოს

11:07 პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018

გლობალური ტემპერატურის მატება გავლენას არა მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებაზე, არამედ საკვებსა და სასმელზეც ახდენს. აღმოსავლეთ ანგილიის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ ექსტრემალურ ამინდსა და ადამიანთა მიერ მოხმარებული ლუდის ოდენობას შორის კავშირი აღმოაჩინა.

რა მოხდება ლუდის მრეწველობაში, თუკი დადგება ყველაზე მკაცრი გვალვა, ისეთი როგორსაც მეცნიერები უახლოეს წლებში არ ვარაუდობენ?

მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასეთი ექსტრემალური ამინდი ლუდის გლობალურ მოხმარებას 16%-ით შეამცირებს, ეს კი 29 მილიარდ ლიტრს უდრის, რაც აშშ-ში წლიურად მოხმარებული ლუდის ოდენობაა. პრობლემა მდგომარეობს მომარაგებაში და არა მოთხოვნაში.

კლიმატთან დაკავშირებული კატაკლიზმების შემთხვევაში, ფერმერებს შესაძლოა, გაუჭირდეთ ლუდის მთავარი ინგრედიენტის - ქერის მოყვანა. პროგნოზების მიხედვით, მსოფლიო ლუდის ბაზრის მოცულობა 2022 წლისთვის 750 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ლუდის ფასი მთელ მსოფლიოში თითქმის გაორმაგდება.

მსოფლიოში ლუდის ყველაზე დიდი მომხმარებელი ქვეყანა ჩინეთია. ამ ქვეყანაში სასტიკი გვალვა თუ დადგება, ლუდის მოხმარება 10%-ით შემცირდება, ანუ ჩინელები 12 მილიარდი კათხით ნაკლებს დალევენ.

ჟურნალ Nature Plants-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევის მიხედვით, კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ახალი სახის აკრძალვა, რომელშიც ლუდი ფუფუნების საქონელი გახდება და მუშათა კლასისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]