დოკუმენტური სურათისთვის, სათაურად „ისინი არ დაბერდებიან“ (They Shall Not Grow Old), პიტერ ჯექსონმა საკმაოდ შრომატევადი საქმით თითოეული კადრი გააფერადა და ხმა აღადგინა.
ფილმის ჩვენება ლონდონის კინოფესტივალზე მოეწყო და ბრიტანეთში უკვე გადის კინოეკრანებზე, მსოფლიო პრემიერა კი 11 ნოემბერს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების დღეს შედგება. ფილმის შემოსავალმა უკვე 800 000 დოლარს მიაღწია.