ახალი „იქს-ბოქსის“ შესახებ ინფორმაცია უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა „მაიკროსოფტი“ დეტალების გახმაურებისგან თავს ბოლო მომენტამდე იკავებდა. პრეზენტაციამდე ცნობილი იყო, რომ სიახლეს Xbox Scorpio ერქმეოდა.
Xbox One X გაყიდვაში 7 ნოემბერს გამოვა და 500 დოლარი ეღირება. ცნობილია, რომ Xbox One-ის აქსესუარების გამოყენება ახალ კონსოლზეც შესაძლებელი იქნება.