იოჰანსონის გარშემო ატეხილ სკანდალს ორი ოსკარის მფლობელი ავსტრალიელი კინოვარსკვლავი კეიტ ბლანშეტი გამოეხმაურა და დაიცვა ე.წ. სტრეიტი მსახიობები, რომლებიც ლგბტ პერსონაჟებს თამაშობენ.
„მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ მსგავსი უნდობლობისა და ზეწოლის გამო ჰეტეროსექსუალ მსახიობებს გეი პერსონაჟების თამაშის საშუალება არ შეეზღუდოთ. ვეთანხმები იმას, რომ პირადი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კარგ მსახიობს პერსონაჟთან ღრმა კავშირის დამყარება შეუძლია და გამოუცდელობას სწორედ ამ თვისებით აბალანსებს.“ - განმარტა მსახიობმა, რომელსაც თავად აქვს შესრულებული ბისექსუალის როლი ფილმში „კეროლი“, რომლისთვიაც ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინაციები ერგო.
ჰოლივუდში ასევე დაითვალეს, რომ ოსკარზე 52 სტრეიტი მსახიობი წარადგინეს ლგბტ პერსონაჟების პერფორმანსებისთვის, გეი მსახიობს კი ოსკარი არასოდეს აუღია გეის როლისთვის, მაშინ როდესაც სტრეიტ მსახიობებს ლგბტ პერსონაჟების განსახიერებისთვის მრავალჯერ აუღიათ ოსკარები, მაგალითად - ტომ ჰენკსს, შონ პენს, ჯარედ ლეტოს და სხვა.
რაც შეეხება ფილმს, რომელში თამაშზეც მთავარ როლზე დამტკიცებულმა სკარლეტ იოჰანსონმა უარი თქვა, მისი სათაური Rub & Tug გახლავთ და მას რეჟისორი რუპერტ სანდერსი (Snow White and the Huntsman, Ghost in the Shell) გადაიღებს. სიუჟეტი 70-იანის წლების კრიმინალური იმპერიის ბოსზე მოგვითხრობს, რომელიც ტრანსგენდერი მამაკაცია.