weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

გილერმო დელ ტორო „ნეტფლიქსისთვის“ პინოკიოს ეკრანიზაციას გადაიღებს

13:18 ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2018

ორი ოსკარის მფლობელი მექსიკელი სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი გილერმო დელ ტორო კლასიკური საბავშვო ზღაპრის „პინოკიოს“ ეკრანიზაციის მრავალწლიან პროექტს „ნეტფლიქსის“ დაკვეთით გადაიღებს. თოჯინური მუსიკალური ვერსიისთვის სცენარს თავად აღიარებული რეჟისორი დაწერს და პროდიუსერიც თავად იქნება.

ახალ ეკრანიზაციაში მოქმედება 1930-იანი წლების იტალიაში განვითარდება, როდესაც ქვეყანას ბენიტო მუსოლინი და ფაშიზმი მართავდა.

გილერმო დელ ტოროს თქმით, მის კარიერაში ანიმაციებს განსაკუთრებული ადგილი უკავია, „პინოკიოს“ განსხვავებული ვერსიის გადაღება კი მისი მრავალი წლის ოცნება იყო.

გილერმო დელ ტოროს აქამდე ასევე „ნეტფლიქსისთვის“ ანიმაციური სერიალი Tales of Arcadia აქვს შექმნილი, რომელიც სამ სეზონადაა წარმოებული - Trollhunters (2016-2018), 3 Below (2018), Wizards (2019).

„პინოკიოს“ გადაღებები მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება. თოჯინურ ანიმაციაზე დელ ტორო ლეგენდარული ჯიმ ჰენსონის ცნობილი თოჯინების კომპანიასთან ითანამშრომლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]