ახალ ეკრანიზაციაში მოქმედება 1930-იანი წლების იტალიაში განვითარდება, როდესაც ქვეყანას ბენიტო მუსოლინი და ფაშიზმი მართავდა.
გილერმო დელ ტოროს თქმით, მის კარიერაში ანიმაციებს განსაკუთრებული ადგილი უკავია, „პინოკიოს“ განსხვავებული ვერსიის გადაღება კი მისი მრავალი წლის ოცნება იყო.
გილერმო დელ ტოროს აქამდე ასევე „ნეტფლიქსისთვის“ ანიმაციური სერიალი Tales of Arcadia აქვს შექმნილი, რომელიც სამ სეზონადაა წარმოებული - Trollhunters (2016-2018), 3 Below (2018), Wizards (2019).
„პინოკიოს“ გადაღებები მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება. თოჯინურ ანიმაციაზე დელ ტორო ლეგენდარული ჯიმ ჰენსონის ცნობილი თოჯინების კომპანიასთან ითანამშრომლებს.