NBA-ს კლუბმა „ფინიქს სანზმა“ პატარა ტედის „ლეიკერსთან“ მატჩზე დასასწრები ბილეთები მას შემდეგ აჩუქა, რაც გულდაწყვეტილი ბიჭუნას ფოტოები ინტერნეტით გავრცელდა.
„რას იტყვი, ათასობით ადამიანთან ერთად რომ ვიზეიმოთ? ლეიკერსთან მატჩის ბილეთები შენია, ტედი!“ - წერია „სანზის“ „ტვიტერის“ გვერდზე.
ტედი მაცინის დედის თქმით, ბიჭი იმდენად პატარაა, რომ კლასელებისა და 40-მდე სტუმრის არყოფნა ვერ გააცნობიერა, უფრო დიდ ასაკში კი ყველაფერი გაცილებით მტკივნეული იქნებოდა, თუმცა ტედი სპორტის დიდი მოყვარულია და საჩუქარმა იგი გაახარა.