weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„ფინიქს სანზის“ საჩუქარი 6 წლის ბიჭუნას

13:58 ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018

არიზონას შტატის ქალაქ ტუსონში მცხოვრები ტედი მაცინის დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულება პიცერიაში მოეწყო, სადაც დაპატიჟებული 30-ზე მეტი ბავშვისა და მათი მშობლებიდან არავინ მისულა, თუმცა 6 წლის ბიჭუნამ დაბადების დღისთვის საჩუქარი მაინც მიიღო.

NBA-ს კლუბმა „ფინიქს სანზმა“ პატარა ტედის „ლეიკერსთან“ მატჩზე დასასწრები ბილეთები მას შემდეგ აჩუქა, რაც გულდაწყვეტილი ბიჭუნას ფოტოები ინტერნეტით გავრცელდა.

„რას იტყვი, ათასობით ადამიანთან ერთად რომ ვიზეიმოთ? ლეიკერსთან მატჩის ბილეთები შენია, ტედი!“ - წერია „სანზის“ „ტვიტერის“ გვერდზე.

ტედი მაცინის დედის თქმით, ბიჭი იმდენად პატარაა, რომ კლასელებისა და 40-მდე სტუმრის არყოფნა ვერ გააცნობიერა, უფრო დიდ ასაკში კი ყველაფერი გაცილებით მტკივნეული იქნებოდა, თუმცა ტედი სპორტის დიდი მოყვარულია და საჩუქარმა იგი გაახარა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]