სიის პირველ ადგილს კომედიურ ტელესერიალ „თანამედროვე ოჯახის“ კოლუმბიელი მსახიობი სოფია ვერგარა $42 მილიონით იკავებს, მეორე ადგილზე კი „დიდი აფეთქების თეორიის“ კომიკოსი ვარსკვლავი ჯიმ პარსონსია.
„ფორბსის“ მიხედვით, ყველაზე შემოსავლიანი ტელემსახიობების სიის ტოპ-ათეული ასეთია:
- სოფია ვერგარა - $42 მილიონი (Modern Family)
- ჯიმ პარსონსი - $26.5 მილიონი (The Big Bang Theory)
- ჯონი გალეცკი - $25 მილიონი (The Big Bang Theory)
- კეილი კუოკო - $24.5 მილიონი (The Big Bang Theory)
- ელენ პომპეო - $23.5 მილიონი (Grey's Anatomy)
- საიმონ ჰელბერგი - $23.5 მილიონი (The Big Bang Theory)
- კუნალ ნაიარი - $23.5 მილიონი (The Big Bang Theory)
- მარკ ჰარმონი - $19 მილიონი (NCIS)
- ედ ო’ნილი - $14 მილიონი (Modern Family)
- ერიკ სტოუნსტრიტი - $13.5 მილიონი (Modern Family)