„კინოში მინახავს ‘ინდიანა ჯონსი’, ‘ყბები’ და ყველა ფილმი, რაც სპილბერგს გადაუღია, მას არასოდეს გადაუღია ფილმი ქალი მთავარი პერსონაჟით. ვწუხვარ სტივენ, შენი გაღიზიანება არ მინდა, ამგრამ ეს სიმართლეა.“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას 43 წლის მსახიობმა და რეჟისორმა, რომელმაც აღნიშნულ დაჯილდოებაზე პრიზი „კრისტალი“ მიიღო.
მოგვიანებით ელიზაბეტ ბენკსმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მეშვეობით ბოდიში საჯაროდ მოუხადა სპილბერგს და აღნიშნა, რომ აღიარებული რეჟისორის ფილმოგრაფია არასწორად განიხილა. ასევე ახსენა სპილბერგის 1986 წლის 10 ოსკარის ნომინაციის მქონე ფილმი The Color Purple, რომელიც სწორედ ქალ მთავარ გმირებსა და ქალურ თემებზეა.
აღნიშნული ფილმის გარდა, სპილბერგის უკანასკნელი ნამუშევარი „დიდი მეგობრული გოლიათი“ ასევე მდედრობითი მთავარი პერსონაჟის შესახებაა. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ რეჟისორს საკულტო ფილმ „იურული პერიოდის პარკში“ მთავარ როლზე ფრანგი ვარსკვლავი ჟულიეტ ბინოში სურდა, რომელმაც რეჟისორს უარი მასკულინური ფილმოგრაფიის გამო განუცხადა.
საინტერესოა, რომ ელიზაბეტ ბენკსი, რომელიც კომედიური ანდა მეორეხარისხოვანი როლებით გამოირჩევა, სტივენ სპილბერგის ერთ ფილმში თამაშობს - 2002 წლის კრიმინალურ სათავგადასავლო ბიოგრაფიულ სურათში - Catch Me If You Can, სადაც ეპიზოდური როლი აქვს.