weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ახალმა ვიდეოთამაშმა პირველ კვირაში $725 მილიონიანი მოგება ნახა

13:52 ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018

ამერიკული კომპანია Rockstar Games-ის უახლესმა ვიდეოთამაშმა Red Dead Redemption 2, გამოსვლიდან პირველივე კვირაში $735 მილიონიანი შემოსავლის აღება შეძლო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ე.წ. Open World სათავგადასავლო ჟანრისა და ვესტერნის თემატიკის ვიდეოთამაში, რომელსაც სპეციალისტებისა და კრიტიკოსებისგან საკმაოდ მაღალი შეფასებები ხვდა წილად, ხელმისაწვდომია Xbox One და PlayStation 4 პლატფორმებზე.

თამაშში სიუჟეტის გმირი ბანდიტი არტურ მორგანია, რომელიც ანტაგონისტ ვან დერ ლინდეს ბანდის წევრია. თამაშში ასევე შეხვდებით პერსონაჟ ჯონ მარსტონს, რომელიც მთავარი მოქმედი გმირია თამაშის წინა სერიაში.

შეგახსენებთ, რომ Red Dead სერიის წინა ნაწილი Red Dead Redemption 2010 წელს გამოვიდა და თავის მხრივ ერთგვარი გაგრძელება იყო 2004 წლის ვიდეოთამაშისა - Red Dead Revolver.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]