weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კეიტ ბლანშეტი ბიოგრაფიულ სერიალში კონსერვატორ პოლიტიკოსს განასახიერებს

17:05 ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018

ორი ოსკარის მფლობელი ავსტრალიელი მსახიობი კეიტ ბლანშეტი ტელეარხ FX-ის ახალ ბიოგრაფიულ მინი-სერიალში მთავარ როლს შეასრულებს.

ავსტრალიელი კინოვარსკვლავი სერიალში სათაურად „მისის ამერიკა“, ცნობილ ამერიკელ სამოქალაქო აქტივისტსა და პოლიტიკოს იურისტს, ფილის შლაფლის (1924-2016) განასახიერებს, რომელმაც სახელი კონსერვატიული შეხედულებებით გაითქვა. იგი 70-იანი წლების ანტიფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთ გამორჩეული ლიდერი იყო.

„მისის ამერიკას“ სცენარს ემის ჯილდოს მფლობელი (სერიალით Mad Men) დავი უოლერი დაწერს.

კეტი ბლანშეტისთვის აღნიშნული სერიალი პირველი ამერიკული სატელევიზიო როლია. აქამდე მას 90-იან წლებში მხოლოდ ორ ავსტრალიურ სერიალში აქვს ნათამაშები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]