weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ჩარლი ჰანემი და მელ გიბსონი ახალ ფილმში ითამაშებენ

15:04 ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018

ჰოლივუდის ვეტერანი მელ გიბსონი ახალგაზრდა ვარსკვლავ ჩარლი ჰანემს პარტნიორობას გაუწევს ახალ მძაფრსიუჟეტიან თრილერში სათაურით „ვალდო“ (Waldo), რომელიც რომანის ადაპტაცია იქნება. ერთ-ერთ მთავარ როლს ასევე შეასრულებს მექსიკელი დამწყები მსახიობი ეისა გონსალესი.

სიუჟეტის მიხედვით, ჰანემის გმირი სახელად ჩარლი ვალდო ლოს ანჯელესის პოლიციის ყოფილი დეტექტივია, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და ტყეში ყველასგან განმარტოვებით ცხოვრობს, თუმცა ახალ საქმეში ერთვება მას შემდეგ, რაც ექსცენტრული ტელევარსკვლავის (მელ გიბსონი) ცოლს კლავენ.

ფილმის რეჟისორი ნაკლებად ცნობილი ბრიტანელი ტიმ კირკბი იქნება. გადაღებები 2019 წლის პირველ ნახევარში ჩაივლის, პრემიერის თარიღი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]