weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რიდლი სკოტი „გლადიატორის“ გაგრძელებას გადაიღებს

17:46 პარასკევი, 02 ნოემბერი 2018

ვეტერანი ინგლისელი რეჟისორი და პროდიუსერი რიდლი სკოტი თავისივე ისტორიული ჟანრის კინოკლასიკა „გლადიატორის“ გაგრძელებაზე მუშაობას იწყებს. სტუდია „პარამაუნტის“ პროექტის სცენარისტი პიტერ კრეიგი (The Town, The Hunger Games - Mockingjay, Blood Father, 12 Strong, Top Gun - Maverick) იქნება.

სიუჟეტის მთავარი გმირი იმპერატორ კომოდუსის ღვიძლი და ლუცილა და მისი ვაჟი ლუციუსი იქნებიან, რომელთა როლებს „გლადიატორში“ კონი ნილსენი და სპენსერ ტრიტ კლარკი ასრულებდნენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, გაგრძელებაში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა რასელ ქროუ და ხოაკინ ფინიქსი.

„გლადიატორის“ შესაძლო გაგრძელებაზე საუბარი მრავალი წელია არ წყდება. სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, იყო ვერსია ფენტეზი ჟანრის სიკველზე, რომელშიც რასელ ქროუს პერსონაჟი საიქიოდან სიცოცხლეს უბრუნდებოდა, თუმცა ჟანრის შედევრად აღიარებული სურათის ამგვარ გაგრძელებაზე თანხმობა არავინ განაცხადა. წლების განმავლობაში სიკველისთვის, რომელში თამაშიც თავად რასელ ქროუსაც სურდა, არაერთი სცენარი დაიწერა, თუმცა შემქმნელები გაგრძელებას ვერ რისკავდნენ და პროექტს აუქმებდნენ.

შეგახსენებთ, რომ „გლადიატორი“ 2000 წლის მაისში გამოვიდა და იმ წლის ოსკარების დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა, სულ კი მრავალ ჯილდოსა და აღიარებასთან ერთად 5 ოსკარი ერგო: წლის ფილმი, მამაკაცის მთავარი როლი (რასელ ქროუ), კოსტიუმების დიზაინი, ხმის ეფექტები და ვიზუალური ეფექტები.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]