სიუჟეტის მთავარი გმირი იმპერატორ კომოდუსის ღვიძლი და ლუცილა და მისი ვაჟი ლუციუსი იქნებიან, რომელთა როლებს „გლადიატორში“ კონი ნილსენი და სპენსერ ტრიტ კლარკი ასრულებდნენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, გაგრძელებაში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა რასელ ქროუ და ხოაკინ ფინიქსი.
„გლადიატორის“ შესაძლო გაგრძელებაზე საუბარი მრავალი წელია არ წყდება. სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, იყო ვერსია ფენტეზი ჟანრის სიკველზე, რომელშიც რასელ ქროუს პერსონაჟი საიქიოდან სიცოცხლეს უბრუნდებოდა, თუმცა ჟანრის შედევრად აღიარებული სურათის ამგვარ გაგრძელებაზე თანხმობა არავინ განაცხადა. წლების განმავლობაში სიკველისთვის, რომელში თამაშიც თავად რასელ ქროუსაც სურდა, არაერთი სცენარი დაიწერა, თუმცა შემქმნელები გაგრძელებას ვერ რისკავდნენ და პროექტს აუქმებდნენ.
შეგახსენებთ, რომ „გლადიატორი“ 2000 წლის მაისში გამოვიდა და იმ წლის ოსკარების დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა, სულ კი მრავალ ჯილდოსა და აღიარებასთან ერთად 5 ოსკარი ერგო: წლის ფილმი, მამაკაცის მთავარი როლი (რასელ ქროუ), კოსტიუმების დიზაინი, ხმის ეფექტები და ვიზუალური ეფექტები.