weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვინი პუჰის ავტორზე შექმნილი ახალი ბიოგრაფიული ფილმი ოსკარების კანდიდატად მოიაზრება

16:19 პარასკევი, 16 ივნისი 2017

მაღალბიუჯეტიანი ბლოკბასტერებით გამორჩეულ ზაფხულის სეზონში კინოკრიტიკოსები და სპეციალისტები უკვე აკეთებენ პროგნოზებსა და წინასწარ სიებს, თუ რომელი ფილმები იბრძოლებენ წლის ბოლოს მთავარი კინოჯილდოების, ოქროს გლობუსებისა და ოსკარებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ფილმი რეჟისორ საიმონ კერტისის ბიოგრაფიული დრამაა, სათაურით „ნახვამდის ქრისტოფერ რობინ“, რომელიც ვინი პუჰის მოთხრობების ავტორის, ალან მილნის შესახებაა.

ფილმის სიუჟეტი ორივე მსოფლიო ომის მონაწილე მწერლისა და მის მცირეწლოვან შვილთან, ვინი პუჰზე საბავშვო მოთხრობების შექმნის შთაგონების წყარო ქრისტოფერ რობინთან ურთიერთობის შესახებაა. მილნის ნაწარმოებებმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა და დღემდე ითვლება კლასიკად, მის მიხედვით კი არაერთი ადაპტაცია და მულტიპლიკაცია შექმნილა.

ალან მილნის როლს ახალ ფილმში ახალგაზრდა ირლანდიელი მსახიობი დონალ გლისონი ასრულებს, მისი მეუღლე დაფნე მილნისას კი - ავსტრალიელი ვარსკვლავი მარგო რობი. ფილმის პრემიერა 13 ოქტომბერს შედგება. სტუდია Fox Searchlight ტრადიციულ კამპანიას გეგმავს ე.წ. დაჯილდოებების სეზონისთვის, რათა აღნიშნული სურათი ხსენებული კინოდაჯილდოებების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყოს.

ბრიტანელი რეჟისორის, საიმონ კერტისის წინა ფილმებს, რომლების ასევე ბიოგრაფიული სურათები იყო, კრიტიკოსები დადებითი შეფასებებით სწყალობდნენ. მერილინ მონროზე გადაღებულმა დრამამ „ჩემი კვირა მერილინთან“ ოქროს გლობუსის ჯილდო და საოსკარე ნომინაციებიც მოიპოვა.

ფილმის „ნახვამდის ქრისტოფერ რობინ“ ოფიციალური ტრეილერი ახლახანს გამოქვეყნდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]