weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

NASA-ს ხომალდი შვიდ სხვადასხვა ასტეროიდს მოინახულებს

12:59 სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018

NASA-ს მისია, რომელმაც ერთი ტურნეთი შვიდი სხვადასხვა ასტეროიდი უნდა შეისწავლოს, ოფიციალურად დამტკიცდა. მისიას „ლუსი“ ეწოდება და მისი გაშვება 2021 წლის ოქტომბერში იგეგმება, როდესაც ის მზის სისტემაში 12-წლიან მოგზაურობას დაიწყებს.

გზადაგზა NASA-ს ხომალდი ესტუმრება ასტეროიდთა სარტყელში მდებარე ერთ ობიექტსა და ექვს სხვადასხვა ასტეროიდს, იუპიტერთან, ე. წ. ტროელ ასტეროიდთა წარმომადგენლებს.

NASA-ს განცხადებით, ეს მისია აქამდე მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა, მაგრამ ამჯერად საქმემ წინ წაიწია და ხომალდის მშენებლობა უკვე იწყება. მისიას სახელი ეწოდა ადამიანთა შორეული წინაპრის, სახელგანთქმული მდედრი ნამარხის (Australopithecus afarensis) პატივსაცემად. მეცნიერთა განცხადებით, ეს სახელი იმიტომ შეარჩიეს, რომ ამ ასტეროიდთა შესწავლამ ნათელი უნდა მოჰფინოს მზის სისტემის ადრეულ დღეებს. ამის მიზეზი ის არის, რომ „ლუსი“ მზის სისტემის ძალზედ სხვადასხვაგვარ არტეფაქტებს შეისწავლის.

2025 წელს, პირველად ის ასტეროიდთა სარტყელში, მარსსა და იუპიტერს შორის გაჩერდება. ამის შემდეგ იუპიტერისკენ გაემართება, რომლის სიახლოვესაც მზის გარშემო მოძრაობს ე. წ. ტროელ ასტეროიდთა ორი ჯგუფი. 2027-2033 წლებში „ლუსი“ ექვს სხვადასხვა ასტეროიდს გადაუფრენს, მათ შორისაა სამი სხვადასხვა ქვეკლასის სხეული და ორი ობიექტი, რომლებიც ერთმანეთის გარშემო მოძრაობენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]