weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ცხოვრება უმცირეს აფრიკულ კუნძულზე

14:42 სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018

ტბა ვიქტორიაში წამომართული პატარა კუნძული სახელად მიგინგო მეტალის ბაკნით დაფარულ კუს მოგაგონებთ, რადგან მასზე მჭიდროდ დასახლებულ ადამიანებს საცხოვრებლები თუნუქებით აქვთ გადახურული.

მიგინგო, რომელზეც უმცირესი ზომის მიუხედავად, არსებობს პორტი, ბარები და საროსკიპოც კი, კენიასა და უგანდას შორის დავის საგნადაა ქცეული, რადგან დღემდე ვერ არკვევენ, კუნძულელები რომელ ქვეყანას ეკუთვნიან. ადამიანები პირველად აქ 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ.

მიგინგოელები თავს ძირითადად მეთევზეობით ირჩენენ. 2000-იანი წლების დასაწყისში უგანდის ხელისუფლებამ კუნძულზე გადასახადებიც კი დაუწესა მეთევზეებს, რომლებმაც კენიის ხელისუფლებას მიმართეს და ორ ქვეყანას შორის დაძაბული მდგომარეობა კინაღამ შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა.

ყველაფერს ტბა ვიქტორიაზე გამავალი საზღვარი ართულებს, რომელიც ზუსტად 2000 კვ მეტრის ფართობის მქონე კუნძულთან გადის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]