weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ადგილი საიდანაც პლანეტაზე აივ-ინფექცია გავრცელდა

15:50 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ, HIV) 1920-იან წლებში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში დაიწყო. იმ დროს ეს ქვეყანა (მოგვიანებით - ზაირი) ბელგიის კოლონია იყო, კინშასას კი ლეოპოლდვილი ერქვა.

ბელგიის კონგოს დედაქალაქში მაშინ ბევრი ბედისმაძიებელი ადამიანი უკეთესი მომავლის იმედით მიდიოდა, შესაბამისად, მათთან ერთად გაჩნდა რკინიგზა, სხვადასხვა სამსახურები, სერვისები და სექსმუშაკებიც. ინფექციამ გასავრცელებლად სწორედ რკინიგზა გამოიყენა და იმუნოდეფიციტის ვირუსს ხელს არაფერი უშლიდა, პანდემიურად გავრცელებულიყო.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარის, ნუნო ფარიას განცხადებით, მის სწრაფ გავრცელებას უფრო ეკოლოგიური ფაქტორები მართავს, ვიდრე ევოლუციური. ამ დასკვნამდე ფარია და მისი კოლეგები მას შემდეგ მივიდნენ, რაც HIV-ის ოჯახური ხე ააგეს, რისთვისაც ცენტრალურ აფრიკაში ინფიცირებული 800 ადამიანის გენომი აიღეს. საბოლოოდ, ფარიამ დაადგინა, რომ იმუნოდეფიციტის ვირუსის ყველა გენომს საერთო წინაპარი ჰყავს და ის დაახლოებით, 100 წლის წინ არსებობდა.

ირონიაა, რომ აივ-1 M ჯგუფი ანუ იმუნოდეფიციტის ის ვირუსი, რომელიც სათავეს კონგოში იღებს, პასუხისმგებელია გლობალური ინფექციის 90 პროცენტზე, აივ-ის კიდევ ერთი ტიპი აივ-1 O ჯგუფი კი, რომელიც სათავეს იქვე ახლომახლოდან იღებს, მხოლოდ დასავლეთ აფრიკაში გავრცელდა და იქვე დარჩა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]