weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ასტრონავტ ნილ არმსტრონგის როლს რაიან გოსლინგი შეასრულებს

10:40 ოთხშაბათი, 04 იანვარი 2017

გახმაურებული მიუზიკლი ფილმის, La La Land-ის შემდეგ, დამიან შაზელი და ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავი რაიან გოსლინგი კიდევ ერთხელ ითანამშრომლებენ ბიოგრაფიულ ფილმში, სათაურით „პირველი ადამიანი“ (First Man), რომელიც მთვარეზე გაგზავნილი ამერიკელი ასტრონავტის, ნილ არმსტრონგის შესახებ იქნება.

ფილმს ჯეიმს ჰანსენის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაიღებენ. სცენარს ბიოგრაფიული ნაწარმოების მიხედვით ოსკარის ნომინანტი სცენარისტი (ფილმით - Spotlight) ჯოშ სინგერი დაწერს.

ფილმის სიუჟეტში მოთხრობილი იქნება ავიაციის ინჟინერის, სამხედრო-საზღვაო ოფიცრისა და NASA-ს ასტრონავტის მთვარეზე კოსმოსური მისიის შესახებ, როდესაც 1969 წლის 21 ივლისს ნილ არმსტრონგმა პირველმა დადგა ფეხი დედამიწის თანამგზავრზე. არმსტრონგი მთვარეზე მისიაში ხომალდ „აპოლო 11-ით“ ედვინ ოლდრინთან და მაიკლ კოლინთან ერთად გაემგზავრა.

„პირველი ადამიანის“ გადაღებები წლის პირველ ნახევარში ჩაივლის, გამოსვლის თარიღი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]