weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩინეთში რობოტი ტელეწამყვანები შექმნეს

17:32 სამშაბათი, 13 ნოემბერი 2018

ჩინეთის ქალაქ ვუჯენში გამართულ მსოფლიო ინტერნეტის კონფერენციაზე ჩინეთის სახელმწიფო მედიაკომპანია „სინჰუამ“ და საძიებო სისტემა Sogou-მ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე რობოტი წამყვანები წარმოადგინეს. „სინჰუას“ ცნობით, ხელოვნური ინტელექტი ზუსტად იმეორებს ცოცხალ წამყვანს, წარმოაჩენს ზუსტად იგივე სახესა და ხმას.

პროგრამა იღებს და აერთიანებს ადამიანი-წამყვანების მახასიათებლებს მათივე ვიდეოებიდან, იყენებს მათ მეტყველებას, ტუჩების მოძრაობასა და სახის გამომეტყველებას, თუმცა არის ერთი დიდი განსხვავება - თუკი ადამიანი წამყვანები დღეში რვა საათი მუშაობენ, მათ რობოტ კლონებს დაუღალავად მუშაობა კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

ვიდეორგოლში ნაჩვენები ხელოვნური ინტელექტი „სინჰუას“ ტელეწამყვან ჯან ჯაოს მოდელითაა შექმნილი.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]