weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ცნობილია „სატახტოთა თამაშის“ უკანასკნელი სეზონის პრემიერის დრო

12:43 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018

ამერიკულმა ტელეარხმა HBO-მ ოფიციალურად გააჟღერა ფენტეზი ჟანრის პოპულარული სერიალის უკანასკნელი სეზონის პრემიერის თარიღი. HBO-ს ახალი პრომო ვიდეოს მიხედვით, „სატახტოთა თამაში“ ტელეეკრანებზე მომავალი წლის აპრილში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ „სატახტოთა თამაშის“ ბოლო სეზონი მხოლოდ 6 სერიისგან იქნება შემდგარი.

სერიალის მე-8 სეზონის აპრილიდან გაშვება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შემქმნელებს სერიალის „ემის“ დაჯილდოებაზე ხილვა სურთ, რადგან წინა მე-7 სეზონის ივლისში გამოსვლის გამო სერიალმა სწორედ „ემის“ პრესტიჟული დაჯილდოება გამოტოვა.

მწერალ ჯორჯ მარტინის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ სერიალს სხვადასხვა დაჯილდოებებზე 715 ნომინაციიდან სულ 255 ჯილდო აქვს მოპოვებული, აქედან 47 გამარჯვება (132 ნომინაციიდან) სერიალმა სწორედ „ემიზე“ შეძლო.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]