ტელესერიალს „კონტინენტალი“ ერქმევა და ის არა ფილმების მთავარ გმირ ჯონ უიკზე, არამედ ფილმებში არსებულ სხვა პერსონაჟებისა (კონსიერჟი, სომელიე და სხვები) და იმ საიდუმლო ორგანიზაციის შესახებ იქნება, რომელიც ფილმში მაღალპროფესიონალ მკვლელებს ამუშავებს. კიანუ რივზის გმირი კი სერიალში მეორეხარისხოვანი პერსონაჟი იქნება.
ჩად სტაჰელსკი, რომელიც პერსონაჟ ჯონ უიკის შესახებ გამოსული ორივე ფილმის რეჟისორია, სერიალის შოურანერი იქნება და რამდენიმე ეპიზოდსაც გადაიღებს.
შეგახსენებთ, რომ ექშენი „ჯონ უიკი“ 2014 წელს გამოვიდა და მაყურებლისა და კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ფილმს წელს გამოსული და უფრო წარმატებული სიკველი მოყვა, რომელიც პირველ სერიაზე მეტად მოიწონა პუბლიკამ. რეალისტური ექშენ-სცენებით გამორჩეულ ფრანშიზას კი მესამე ნაწილი დაასრულებს, რომელზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს. მისი სცენარისტი და რეჟისორი წინა ორი სერიის მსგავსად, კვლავაც დერეკ კოლსტადი და ჩად სტაჰელსკი იქნებიან.