ბრიტანული თვითმფრინავი კანადის ქალაქ მონრეალიდან ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში მიფრინავდა. პილოტის თქმით, მან დაინახა ძალიან კაშკაშა სინათლე და ობიექტი, რომელიც მის თვითმფრინავს მარცხნიდან ამოუდგა, შემდეგ კი ძალიან სწრაფად გაუჩინარდა ჩრდილოეთის მიმართულებით.
მეორე პილოტის აზრით, შესაძლოა ის დედამიწის ატმოსფეროში შემოსული მეტეორი ან რაიმე სხვა სხეული ყოფილიყო. მისი თქმით, მან იმავე ტრაექტორიით მოძრავი სხვა მრავალი ძალიან კაშკაშა ობიექტიც შენიშნა.
ირლანდიის ავიაციის სამმართველო სინათლისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ გავრცელებულ ცნობებს იძიებს. სამმართველოს განცხადებით, საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.