ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მეთიუ ლიბატიკი სასტუმროში არასასურველი ქცევის გამო რამდენიმე ადამიანმა შეამჩნია. სასწრაფოსა და პოლიციის გამოძახების შემდეგ კი იგი აგრესიული გახდა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პოლიციელს, ისე - მედმუშაკს. დაკავებამდე ლიბატიკი ფიზიკური დაზიანებების გამო სავადმყოფოშიც გადაიყვანეს.
დარენ არონოვსკისთან ხშირი თანამშრომლობით ცნობილი 50 წლის მთავარი ოპერატორი წლევანდელი მიუზიკლი კინოჰიტის, A Star Is Born-ის პიარის ფარგლებში საოპერატორო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე (Cameraimage) იმყოფებოდა.
ფილიპინური ფესვების მქონე მეთიუ ლიბატიკს არონოვსკის გარდა უმუშავია ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: ჯოელ შუმახერი, მატიე კასოვიცი, სპაიკ ლი, ჯონ ფავრო და სხვა, ოსკარის ნომინაცია კი მოიპოვა დარენ არონოვსკის წარმატებული დრამით „შავი გედი“.