weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„იგის“ რეჟისორი ჰერბერტ უელსის „დროის მანქანას“ გადაიღებს

14:04 პარასკევი, 16 ნოემბერი 2018

გასული წლის ჰორორ-კინოჰიტ „იგის“ (It) რეჟისორი ანდრეს (ენდი) მუსკიეტი ცნობილი ფანტასტი მწერლის, ჰერბერტ უელსის ცნობილი ნაწარმოების ახალ ეკრანიზაციას გადაიღებს.

ახალი ვერსიის სცენარს თავად ენდი მუსკიეტი საკუთარ დასთან ერთად, ბარბარა მუსკიეტისთან ერთად დაწერს, რომელიც ფილმის პროდიუსერიც იქნება ჯენიფერ დევისონთან ერთად. პროექტის წარმოებით ლეონარდო დიკაპრიოს კუთვნილი კინოკომპანია Appian Way დაკავდება.

არგენტინელი რეჟისორი ამჟამად „იგის“ მეორე ნაწილზე მუშაობს, რომელიც გაისად სექტემბერში გამოვა. სამომავლოდ მუსკიეტის ასევე აქვს შეთანხმება მიღწეული პოპულარული იაპონური მანგის, „შეტევა ტიტანზე“ ეკრანიზაციის რეჟისურაში.

შეგახსენებთ, რომ ჰერბერტ უელსის 1895 წელს გამოქვეყნებული ანტიუტოპიური მოთხრობა „დროის მანქანა“ აქამდე სამჯერ გამოვიდა კინოვერსიად: 1960 და 2002 წლებში მხატვრული ფილმის სახით, 1978 წელს კი - სატელევიზიო ფილმად. ნაწარმოების მთავარი გმირი ვიქტორიანული ეპოქის ინგლისელი ინჟინერია, რომელიც საყვარელი ადამიანის სიკვდილისგან დასახსნელად დროის მანქანას შექმნის და შორეულ მომავალში იმოგზაურებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]