weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მზარდი ლონდონი - National Geographic

15:42 ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018

ლონდონს 8.8 მილიონი მაცხოვრებელი ჰყავს და 2050 წლისათვის დაახლოებით კიდევ ორი მილიონი დაემატება. 30 წლის განმავლობაში მოსახლეობის ზრდამ ლონდონი გავლენის დაკარგვისგან იხსნა და მოწინავე გლობალურ ქალაქად, თანაც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე წამყვან ფინანსურ ცენტრად აქცია.

National Geographic-ის ინფორმაციით, ზრდამ ბიძგი მისცა სამშენებლო ბუმს, მათ შორის რამდენიმე უდიდეს სარეკონსტრუქციო პროექტს ევროპის მასშტაბით. მდინარე ტემზის ქვეშ „სუპერკანალიზაციას“ გაიყვანენ, რათა მდინარის ჭალებს ჩამდინარე წყალი მოარიდონ; 500-ზე მეტი ახალი მაღალი შენობის კონტური ცის ფონზე სახეს შეუცვლის ქალაქს, რომელიც ცათამბჯენებს დიდი ხანი არიდებდა თავს. მსოფლიოში პირველი მეტროპოლიტენის სისტემის – ლონდონის მეტროს განსატვირთად აგებული 20-მილიარდდოლარიანი ჩქაროსნული მიწისქვეშა რკინიგზის – Crossrail-ის ელისაბედის ხაზი მომავალ წელს გაიხსნება. მისი 41 სადგურის წყალობით, რომელთა შორის 10 ახალი იქნება, დასავლეთ ლონდონი და განვითარებადი აღმოსავლეთ ლონდონი უკეთ დაუკავშირდება ერთმანეთს და მგზავრობის ხანგრძლივობას გაანახევრებს.

ქალაქის ცენტრი შეიკვრება ანუ გაუქმებული სამრეწველო ობიექტები მომავალს მორგებულ უბნებად გარდაიქმნება და ორიენტირებული იქნება ფეხით მოსიარულეებზე, საჯარო სივრცეებსა და ახალ ტენდენციებზე; სავაჭრო ზონაში უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივ მეწარმეებს და არა დიდ ქსელებს.

ოცწლიანი „სახის გადაჭიმვის ოპერაციის“ ფინიშს უახლოვდება Kings Cross – ქვანახშირისა და მარცვლეულის გადაზიდვის უძველესი პუნქტი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში პროსტიტუციითა და ნარკოტიკებით იყო ცნობილი.

შეძლებს ლონდონი ამ სირთულეებთან გამკლავებას და მსოფლიოს დიდებული სავაჭრო ქალაქისა და სასურველი საცხოვრებელი ადგილის პოზიციის შენარჩუნებას? ძნელი წარმოსადგენია, რომ ლონდონი დაცემის პირასაა. ეს მოსაზრება სათანადოდ ვერ აფასებს ლონდონის ისტორიულ სიძლიერესაც, რომელიც ქალაქის გენეტიკურ კოდშია ჩადებული და რომელმაც 2000 წელი ატარა სოფლების ეს კონგლომერაცია დღემდე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]