ამერიკელი რეპერის მხარდასაჭერად ცერემონიაზე Dr. Dre, ქვინსი ჯონსი, ფარელ უილიამსი და ჯიმი კიმელი იმყოფებოდნენ.
ეპატაჟურმა რეპერმა სამადლობელო სიტყვით გამოსვლისას მადლობა საკუთარ თავს გადაუხადა.
„მინდა საკუთარ თავს მადლობა გადავუხადო რწმენისთვის, იმისთვის, რომ არ დავნებდი და ისევ ისეთი ვარ, როგორიც ყოველთვის ვიყავი“, – აღნიშნმა 47 წლის სნუპმა.
რეპერმა კარიერა 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და დღემდე 16 სტუდიური რეპ-ალბომი გამოუშვა. გადაღებულია ფილმებს და ტელესერიალებში, სხვადასხვა დაჯილდოებებზე კი მიღებული ასამდე ნომინაცია და 27 ჯილდო.