weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

ახალი ზელანდიის სანაპიროზე 150-მდე დელფინი გამოირიყა

13:51 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

ახალი ზელანდიის სამხრეთით მდებარე კუნძულ სტიუარტზე, მეისონის ყურის სანაპიროზე 150-მდე დელფინი გამოირიყა. ძუძუმწოვრები პირველად გამვლელმა ნახა. დელფინები, რომლებიც სახეობა გრინდებს, იგივე შავ დელფინებს ეკუთვნოდნენ, ორკილომეტრიანი ზოლის გასწვრივ ორ ჯგუფად აღმოაჩინეს.

დელფინების უმრავლესობა უკვე გარდაცვლილი იყო, დანარჩენების გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.

ახალ ზელანდიაში დელფინების გამორიყვა ხშირი მოვლენაა. წელიწადში დაახლოებით 85 მსგავსი შემთხვევა ხდება, თუმცა ასეთი დიდი რაოდენობით გამორიყული ცხოველი იშვიათობაა.

ამ დრომდე დაუდგენელია, რა არის დელფინების გამორიყვის მიზეზი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მოვლენა შესაძლოა, გამოწვეული იყოს დაავადებებით, ნავიგაციური შეცდომებით, მოქცევით ან მტაცებელთა მხრიდან დევნით.

 

მსგავსი სტატია:

ახალ ზელანდიაში ზღვამ 400-ზე მეტი ვეშაპი გამორიყა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]