weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2018 წლის გოთემის კინოდაჯილდოების გამარჯვებულები

15:30 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

ჩინელი ქალი რეჟისორის, ქლოე ჯაოს ამერიკული ნეო-ვესტერნი დრამა სათაურით The Rider, დამოუკიდებელი ფილმების დაჯილდოება გოთემის (Gotham Independent Film Awards) ტრიუმფატორი გახდა და მთავარი ჯილდო - წლის საუკეთესო სურათის წოდება მიიღო.

რეალურ ისტორიაზე დაფუძნებულ დრამას, რომლის ჩვენებაც გაზაფხულზე, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, გოთემის ცერემონიის მთავარი ჯილდოსთვის ბრძოლაში ოთხი ფილმი ეცილებოდა: The Favourite (რეჟ: იორგოს ლანთიმოსი), First Reformed (რეჟ: პოლ შრეიდერი), If Beale Street Could Talk (რეჟ: ბარი ჯენკინსი) და Madeline's Madeline (რეჟ: ჯოზეფინ დეკერი).

გოთემის რიგით 28-ე დაჯილდოებაზე სხვა ჯილდოები ასე განაწილდა:

მამაკაცის მთავარი როლი - ეთან ჰოუკი (First Reformed)

ქალის მთავარი როლი - ტონი კოლეტი (Hereditary)

საუკეთესო სცენარი - პოლ შრეიდერი (First Reformed)

აღმოჩენა როლი - ელსი ფიშერი (Eighth Grade)

აღმოჩენა რეჟისორი - ბო ბარნემი (Eighth Grade)

ჟიურის სპეციალური ჯილდო სამსახიობო გუნდისთვის - ოლივია კოლმანი, რეიჩელ ვაისი, ემა სტოუნი (The Favourite).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]