weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ფიოდორ ბონდარჩუკი „ადამიანი ამფიბიას“ ახალ კინოვერსიას გადაიღებს

14:24 ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018

ცნობილი რუსი რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკი მწერალ ალექსანდრ ბელიაევის 1927 წელს გამოქვეყნებული სამეცნიერო ფანტასტიკური რომანის, „ადამიანი ამფიბიას“ ახალ ეკრანიზაციას გადაიღებს.

მსახიობთა ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ახალ ვერსიაში მთავარი გმირი არა მამაკაცი, არამედ ქალი იქნება, მისი მეგობარი კი, შესაბამისად - მამაკაცი. გარდა ამისა, სიუჟეტის მოქმედება სამხრეთ ამერიკის ნაცვლად, 1900-იანი წლების დასაწყისში, სანკტ-პეტერბურგში განვითარდება.

რომანის მიხედვით არსებობს იგივე სახელწოდების მქონე, 1961 წელს გამოსული პოპულარული საბჭოური საკულტო მხატვრული ფილმი და 2000-იან წლებში გადაღებული ორი ნაკლებად ცნობილი რუსული ტელესერიალი.

„ადამიანია ამფიბიას“ სიუჟეტის მიხედვით, არგენტინელი მეცნიერი მომაკვდავ ბიჭს ზვიგენის ლაყუჩებს გადაუნერგავს, რის შედეგადაც ბიჭი წყალქვეშ თავისუფლად გადაადგილდება, თუმცა ხმელეთზე დიდხანს გაჩერება დიდხანს უჭირს, ადამიანებს ის იდუმალი არსება ჰგონიათ

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]