გასული კვირის საუკეთესო ფოტოები ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების ველურ სიცოცხლეს ასახავს ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ფოტო-რუბრიკაში - Wildlife. გთავაზობთ სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ საუკეთესო ფოტოებს.
„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ საუკეთესო ფოტოებზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
Alamy - ჩვეულებრივი ლიტორინას (Littorina littorea) მიერ გამოყოფილი ტოქსინები მას მტაცებლებისგან იცავს.
AP - მოცურავე ზღვის კიტრი (Enypniastes eximia) ასევე ცნობილი როგორც „უთავო ქათამი“
ქრის ტრიკლენდი - ევროპული შველის (Capreolus capreolus) ოჯახი სმეილჰოლმის ფერმებთან ახლოს, კელსო, შოტლანდია.
ვინჩენცო პინტო - შოშიების დიდი გუნდი პატრიას მონუმენტის მახლობლად.
უორენ ლიტლი - ენდემური სახეობა მადაგასკარული ფეიქარა იგივე წითელი ფუდი (Foudia madagascariensis).
მა იუ - თეთრი გედების გუნდი სანმენსიას ტბაზე, ჰენანის პროვინცია, ჩინეთი.
პოლ ჰილტონი - ჯენტუს პინგვინი (Pygoscelis papua) პერედაისის ყურეში, სადაც ანტარქტიკის მასშტაბური ნაკრძალის შექმნა იგეგმება.
BBC - ორ ფეხზე ახლადდამდგარი ოთხი კვირის საიმპერატორო პინგვინი (Aptenodytes forsteri) ანტარქტიდის ატკას ყურეში.
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.