„კენელ კლუბის“ რიგით მე-12 ფოტოკონკურსზე 74 ქვეყნის 10 000-ზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობდა.
მთლიანად კონკურსისა და კატეგორია „ადამიანის საუკეთესო მეგობრის“ გამარჯვებული: მარია დევისონი - ოქროსფერი რეტრივერის ნაჯვარი ძაღლი სახელად იზმა.
კატეგორია „პორტრეტის“ გამარჯვებული: ანასტასია ვეტკოვსკაია - ავღანური მწევარის ფოტოს „შავი მზეთუნახავი“ ეწოდა.
კატეგორია „ბებრების“ გამარჯვებული: ჯონ ლიოტი - 12 წლის ნაჯვარი ძაღლი სახელად კელი.
კატეგორია „ლეკვების“ გამარჯვებული: მირიამ სხროირსი - ჰოლანდიური სოფლის მკვიდრი ბოქსიორი სახელად ტაისონი.
კატეგორია „ახალგაზრდა ძაღლის“ გამარჯვებული: დილან ჯენკინსი - ქალაქ სუონსის მკვიდრის, რვა წლის აუტისტი გოგონა ფოტოგრაფის ძაღლი პოუზი.
კატეგორია „მაშველი ძაღლის“ გამარჯვებული: ალექსანდრა რობინსი - ძაღლი სახელად ქლოე მომვლელის ხელს ყნოსავს.
კატეგორია „ასისტენტი ძაღლის“ გამარჯვებული: ალისტერ მაკლეოდი - გრეიჰაუნდი სახელად მეგანი და მისი 95 წლის პატრონი, შოტლანდიელი ყოფილი სამხედრო მფრინავი დანკან კარი.
კატეგორიის „ძაღლები საქმეში“ გამარჯვებული: სარა კალდეკოტი - პოინტერი რიტა დარემის საგრაფოში ნადირობისას.
კატეგორიის „ძაღლები თამაშისას“ გამარჯვებული: კეილი გრირი - ქალაქ ბოსტონის სანაპიროსთან მოთამაშე მკვიდრი რბილბალნიანი ხორბლისფერი ტერიერი სახელად პეტი.
კატეგორიის „მე მიყვარს ძაღლი, იმიტომ რომ...“ გამარჯვებული: ჯულიან გოტფრიდი - ჩიკაგოში მცხოვრები 15 წლის გოგონას ტერიერი სახელად პიპინი.
ფოტოკონკურსის სხვა რამდენიმე მონაწილე: