weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2018 წლის საუკეთესო სიმღერები - The Guardian

16:11 ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018

პრესტიჟულმა ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ 2018 წლის 100 საუკეთესო სიმღერა დაასახელა. რეიტინგის პირველ ადგილს მუსიკალური კრიტიკოსების ვერსიით, დონალდ გლავერის, იგივე Childish Gambino-ს გახმაურებული ჰიტი “This Is America” იკავებს, რომელიც ამერიკაში ცეცხლსასროლი იარაღის კონტროლის, რასიზმის, დისკრიმინაციისა და სხვა აქტუალური პრობლემებითაა შთაგონებული.

სიის მეორე პოზიციაზე ჟანელ მონეს “Make Me Feel”, მესამეზე კი არიანა გრანდეს “No Tears Left To Cry” მოექცა. საინტერესოა, რომ 26 წლის ვარსკვლავი საუკეთესო ათეულში ორჯერ მოხვდა -  მისივე ახალი ტრეკი “thank u, next” მეექვსე ადგილზე გავიდა. არიანა გრანდეს მსგავსად, ათეულში ორი სიმღერითაა შვედი შემსრულებელი რობინ მირიამ კარლსონი იგივე Robyn.

„გარდიანის“ მიხედვით 2018 წლის სიმღერები ტოპ-ათეული ასეთია:

  1. Childish Gambino – This Is America
  2. Janelle Monáe – Make Me Feel
  3. Ariana Grande – No Tears Left To Cry
  4. Robyn – Honey
  5. Christine and the Queens feat. Dâm-Funk – Girlfriend
  6. Ariana Grande – thank u, next
  7. Let’s Eat Grandma – Hot Pink
  8. Robyn – Missing U
  9. Cardi B, Bad Bunny & J Balvin – I Like It
  10. The 1975 – Love It If We Made It
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]