weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მეცნიერებმა სისხლის უჯრედების ახალ წყაროს მიაგნეს

13:36 ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მკვლევარებმა ბევრჯერ შენიშნეს, რომ პაციენტებს, რომლებსაც კუჭ-ნაწლავების გარკვეული ნაწილები ჰქონდათ გადანერგილი, აღენიშნებოდათ ე. წ. სისხლის ქიმერიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აწარმოებდნენ არამხოლოდ სისხლის საკუთარ უჯრედებს, არამედ ასევე ჰქონდათ უჯრედები, რომლებიც მათ დონორებს ეკუთვნოდათ.

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც ზრდასრულ ადამიანებში სისხლის ახალი უჯრედები იწარმოება, იყო ძვლის ტვინი, თუმცა როგორც ახალი აღმოჩენა მიუთითებს, ჰემატოპიურ ქსოვილებს ჩვენი ნაწლავებიც შეიცავს. ასეთ ქსოვილებში წარმოიქმნება და შემდეგ სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადის სისხლის წითელი (ერითროციტები) და თეთრი (ლეიკოციტები) უჯრედები.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ რა რაოოდენობის სისხლი წარმოიქმნება ამ ნაწლავურ ქსოვილებში. შესაძლოა, ეს რიცხვი ჩვენი სისხლმომარაგების 10 პროცენტს შეადგენდეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]