weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქალი რომელიც დინოზავრების ნაშთებს სახლში აბრუნებს

17:40 პარასკევი, 07 დეკემბერი 2018

გობის უდაბნოში დინოზავრების განამარხებული ნაშთები მრავლადაა. მონღოლეთის ამ უდაბნოში მეცნიერებმა დინოზავრების 76 გვარი აღმოაჩინეს. მიუხედავად ამისა, მონღოლების უმრავლესობამ არაფერი იცის ამ საგანძურის შესახებ.

„განამარხებული ნაშთები ქვეყანას ტოვებენ და მათ ცოდნაც მიჰყვება“, - ამბობს პალეონტოლოგი ბოლორცეცეგ მინჯინი, რომელსაც მაგისტრის ხარისხიც ჰქონდა და მამა - მონღოლეთის ერთ-ერთი პირველი პალეონტოლოგი მინჯინ ჩულუუნი მხარში ედგა, მაგრამ პირველად გათხრებზე მაინც მზარეულად წავიდა, შემდეგ კი ისე გამოიჩინა თავი განამარხებული ნაშთების ძებნაში, რომ მას ამერიკის საბუნებისმეტყველო მუზეუმისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტის საერთო პოსტსადოქტორო პროგრამაში ჩართვა შესთავაზეს.

ხარისხის დაცვის შემდეგ ბოლორცეცეგმა გადაწყვიტა, მონღოლი თანამემამულეებისთვის თავიანთი ქვეყნის ბუნება გაეცნო და მის დასაცავად ებრძოლა. ამ მიზნით მან მონღოლეთის დინოზავრების შესწავლის ინსტიტუტი დააარსა.

National Geographic-ის ცნობით, ამჟამად ინსტიტუტი დინოზავრების მოძრავ გამოფენას მონღოლეთის გარშემო სამოგზაუროდ აგზავნის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]