ვიდეოთამაშების ყოველწლიურ პრესტიჟულ დაჯილდოებაზე (Game Awards) 2018 წლის საუკეთესო თამაში წოდება God of War-მა მოიპოვა. პოპულარული თამაშის რიგით მე-8 ნაწილმა (ასევე ცნობილი როგორც IV), რომელშიც მოქმედება ამჯერად სკანდინავიურ მითიურ სამყაროშია, მთავარი ჯილდოსთვის ბრძოლა მოუგო წლევანდელ ვიდეოთამაშებს: Assassin’s Creed Odyssey, Celeste, Monster Hunter: World, Red Dead Redemption 2, Spider-Man.
პოპულარულ გმირ კრატოსზე შექმნილმა ხსენებულმა ვიდეოთამაშმა კიდევ ორი ჯილდო აიღო, საუკეთესო სათავგადასავლო თამაშსა და საუკეთესო რეჟისურაში.
რაოდენობით ყველაზე მეტი 4 ჯილდო კი ვესტერნი ჟანრის ჰიტ Red Dead Redemption 2-ს ერგო: ნარატივი, პერფორმანსი, მუსიკა და ხმის დიზაინი.