weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პატაგონიის პუმები - National Geographic

14:09 შაბათი, 08 დეკემბერი 2018

პუმა (Puma concolor) სამხრეთ ალასკიდან სამხრეთ ჩილემდეა გავრცელებული და დასავლეთ ნახევარსფეროში ხმელეთის ძუძუმწოვართა შორის უდიდესი არეალის ბინადარია. მეცნიერები ეჭვობენ, რომ ყველაზე ბევრი პუმა პატაგონიაში გვხვდება ძირითადად იმიტომ, რომ მისი საკბილო (გუანაკო, ვისკაშა, მარა) აქ მრავლადაა.

პატაგონიაში, რომელიც არგენტინის სამხრეთ ნაწილსა და ჩილეს მოიცავს, პუმა დაცულია ეროვნულ პარკში და არც მგელი ან სხვა მსგავსი მტაცებელი ძუძუმწოვარი კონკურენციას ვერ უწევს. პატაგონიის ამ დიდი კატების დაცვა ადგილობრივ მეცხვარე რანჩეროებს ძვირად უჯდებათ. არის თუ არა ტურიზმი გამოსავალი?

ის, ვისაც ამ მტაცებლის ველურ ბუნებაში ხილვა სურს, ტორეს-დელ-პაინეს 200 000 ჰექტარზე გადაჭიმულ გრანიტის მწვერვალებს, მინდვრებს, სუბარქტიკულ ტყეებსა და ქარისგან ახმაურებულ ტბებს უნდა ესტუმროს. ტურიზმის აფეთქებასთან ერთად ბევრი პუმა ადამიანების გარემოცვას მიეჩვია.

1970-იან წლებში, ჩილეს მთავრობის მიერ ტორეს-დელ-პაინეს დაარსებიდან, პუმასა და გუანაკოზე (Lama guanicoe) ნადირობა აიკრძალა. მათმა რიცხვმა მკვეთრად იმატა და შედეგად პუმამაც და ლამების გვარის ამ სახეობამაც საზრდოს საძიებლად პარკის ტერიტორიიდან კერძო რანჩოების კუთვნილ მიწებზე დაიწყო გადასვლა.

დაცული პარკიდან გამოსული პუმა ცხვარზე თავდასხმას შეეჩვია. რანჩეროების შეფასებით, პარკის გახსნის დღიდან პუმებმა დაახლოებით, 30 000 ცხვარი შეიწირეს, რაც მატყლისა და ხორცის გაყიდვების თვალსაზრისით დიდი დანაკარგია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]