weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„შურისმაძიებლების“ ახალი სერიის ტრეილერმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა

17:02 ორშაბათი, 10 დეკემბერი 2018

„მარველის“ სუპერგმირების დასკვნითი ფილმის, „შურისმაძიებლების“ მე-4 სერიის პირველი ვიდეოკადრები რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და 24 საათის განმავლობაში ყველაზე ნახვადი ტრეილერის სტატუსი მოიპოვა.

Avengers: Endgame-ის ტიზერმა ერთ დღეში 289 000 000 ნახვა მოაგროვა, რისთვისაც აქამდე არცერთი ფილმის ტრეილერს არ მიუღწევია. აღსანიშნავია, რომ აქამდე ყველაზე მეტი ნახვები (238 მილიონი) ასევე „შურისმაძიებლების“ წელს გამოსული ნაწილის ტრეილერს ჰქონდა.

ტიზერში, თანოსთან ბრძოლის შემდეგ გადარჩენილი პერსონაჟები ჩანან, რომლებიც ხელახალ გაერთიანებას ცდილობენ. ტონი სტარკი კოსმოსშია და სიგნალს აგზავნის, კაპიტანი ამერიკა, თორი, ბრიუს ბენერი და „შავი ქვრივი“ ადამიან-ჭიანჭველასა და რონინად ქცეულ კლინტ ბარტონს ხვდებიან, უსასრულობის ქვების მქონე კოსმოსური ტიტანი თანოსი კი იმ პლანეტაზეა, რომელსაც სამყაროს ნახევარი მოსახლეობის გაქრობის შემდეგ მიაშურა.

„შურისმაძიებლები: თამაშის დასასრული“, რომლის რეჟისორებიც კვლავ ძმები, ენტონი და ჯო რუსოები არიან, მომავალი წლის აპრილში გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]