weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ახალი ტიპის ბატარეის დატენვა კვირაში მხოლოდ ერთხელ იქნება საჭირო

13:46 სამშაბათი, 11 დეკემბერი 2018

კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარის, 2005 წელს ნობელის პრემიის ლაურეატ რობერტ გრაბსის განცხადებით, ფტორიდების ბატარეები ენერგიის მაღალი სიმკვრივით გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ამჟამინდელ ბატარეებზე დაახლოებით რვაჯერ დიდხანს ძლებს.

რობერტ გრაბსის თქმით, ტელეფონის დატენვა არა ყოველდღე, არამედ კვირაში ერთხელღა მოგვიწევს. გარდა ამისა, ამ ტექნოლოგიით მნიშვნელოვნად შემცირდება ბატარეის ზომაც.

ელექტროქიმიურ ტექნოლოგიათა ტიპი, რომელიც ე.წ. ჭკვიან მოწყობილობებს ენერგიით ამარაგებს, იყენებს ლითიუმის პოზიტიურად დამუხტულ Li2+ კათიონებს, გარკვეული ქიმიური „დგუშის“ მსგავსად, რათა ელექტრული მუხტი წრედში გაატაროს. სრულად დამუხტვისას, კათიონების მიწოდება ბატარეის ანოდს იკავებს. მას შემდეგ, რაც წრედი შეიკვრება, იონები კათოდში გადაიტყორცნება და წარმოიქმნება დენი, რომელიც შემდეგ ყველა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ქსელის გადასატვირთად საჭიროა მხოლოდ ის, რომ ძაბვამ ლითიუმის დგუშს უკან დაბრუნება უბიძგოს.

NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის მკვლევა საიმონ ჯონსის თქმით, იმისათვის, რათა ბატარეამ დიდხანს გაძლოს, თავიდან უნდა ავიცილოთ მისი ხშირად დატენვა. მისი განცხადებით, მრავალჯერადად დამუხტვად მეტალის კათიონებზე გადასვლა რთულია, მაგრამ იგივე შედეგის მიღწევა შესაძლებელია რამდენიმე ერთჯერადად დამუხტვად ანიონებზე გადასვლით, რომელიც შედარებით ადვილად განიმუხტება.

პატარა ანიონებზე დაფუძნებული ტექნოლოგიით, თეორიულად შესაძლებელია უკეთესი ბატარეის შექმნა. ფტორიდებს საკმარისად მცირე ატომური მასა აქვთ იმისათვის, რათა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში მიექციათ ყურადღება, როგორც შესაფერისი ანიონის კანდიდატებს.

მიუხედვაად ყველაფრისა, როგორც რობერტ გრაბსი აღნიშნავს, მუშაობაში ფტორიდები შეიძლება, საკმაოდ არახელსაყრელი იყოს, რადგან ისინი საკმაოდ კოროზიული და რეაქციულია.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]